მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიტიკული დარღვევები და ვადაგასული პროდუქცია - სეს-მა რამდენიმე კომპანია დააჯარიმა/შეაჩერა

სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უწყების ინსპექტორებმა შემოწმების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები და ვადაგასული სურსათი გამოავლინეს, რის გამოც ორ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა, ხოლო ვადაგასული პროდუქცია დაილუქა.

სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში მდებარე შპს „ილოვატო-111“-ის პურის საცხობს.

ამასთან, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში, გუდაუთის ქუჩა №7-ში მდებარე შპს „ატომ 2020“-ის ხორცპროდუქტების საწარმოს. სეს-ის ცნობით, გეგმური ინსპექტირებისას თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ობიექტზე სურსათის მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობაც დააფიქსირეს.

გარდა ამისა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული სურსათი გამოავლინა შემდეგ ობიექტებზე:

  • შპს „ნიკორა“ (ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება; მისამართი: აგლაძის ქ. №32, მაცივარი №4);
  • შპს „საამო“ (რძისა და რძის პროდუქტების წარმოება; მისამართი: გუდაუთის ქ. №7).

უწყების ცნობით, გამოვლენილი ვადაგასული სურსათი დაილუქა და ის კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები