კრიზისების მართვის საბჭო და 112 ერთიანდება - შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. ცვლილებების შესახებ დღეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანებელებს შს მოქმედი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.
კვირიკაშვილის თქმით, ეს უნდა იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ოპერატიციული ინფორმაციით აღჭურვილი აპარატი, რომელიც პრემიერს დაექვემდებარება.
"მღებრიშვილი იქნება ამ სტრუქტურის კარგი ხელმძღვანელი", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

























