„ჩვენი საბანკო სისტემა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს” – ასე უპასუხა დღეს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. ვიცე-პრემიერი ირწმუნება, რომ ბანკებში აბსოლუტური სიმშვიდეა და მთავრობას როგორც საბანკო სექტორის ინვესტორებთან, ისე სხვა მნიშვნელოვან ინვესტორებთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს. „შეიძლება, განგებ, ჩვენი ზედმეტი აჟიოტაჟით დავაზიანოთ საფინანსო სექტორი, მაგრამ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი“ - თქვა ლევან დავითაშვილმა.