მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიზისი ეროვნულ ბანკში - სებ-ი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და მრჩეველმა დატოვა

ეროვნული ბანკის სამმა ვიცე პრეზიდენტმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ თანამდებობები დატოვეს. ვიცე პრეზიდენტების შემთხვევაში ცენტრალური ბანკის დატოვების მიზეზი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებული ბრძანებაა, რომელიც აწესებს გამონაკლისს საქართველოს მოქალაქეთა სანქცირების შემთხვევაში. ახალი წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია გავრცელდება მხოლოდ მაშინ, თუკი მის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. რა რისკები ახლავს საბჭოს წევრების თანამდებობიდან გადადგომას და რამდენად შეიძლება დადგეს ბანკის როგორც ინსტიტუციური ერთეულის ქმედუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები