მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კრონ პალასის" გენერალური მენეჯერის მოადგილე: "მთავარია, გიყვარდეს საკუთარი საქმე"

5c236dbd2b508
BM.GE
26.12.18 15:59
1798
ნინო ნადირაძე თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმრო - „კრონ პალასის“ გენერალური მენეჯერის მაია მახათაძის მოადგილეა.

ამბობს, რომ ამ სფეროში წინსვლის მთავარი პირობა საკუთარი საქმის და სტუმრებთან ურთიერთობის სიყვარულია. უნდა გიყვარდეს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან კომუნიკაციის დამყარება, სხვაგვარად ვერ იმუშავებ.

სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად (ნინო 24 წლისაა), საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობს.

აღსანიშნავია სასტუმროს მიერ ბოლო დროს მიღწეული საერთაშორისო წარმატებები, რაც, თავისთავად, პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმის და დაუღალავი შრომის შედეგია.

ნინო ნადირაძე bm.ge- ს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში საკუთარი გამოცდილების შესახებ ესაუბრა.

- როგორ დაიწყო თქვენი კარიერა ამ სფეროში?

- ამ ინდუსტრიით უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დავინტერესდი, როდესაც Front Desk - ის შესწავლა დავიწყე. მაშინ ჩემი ლექტორი იყო ნანო ურუშაძე, მერიოტის Front Desk-ის ხელმძღვანელი, რომლის მონაყოლიდან გამომდინარეც დავინტერესდი ამ საქმით.
თავდაპირველად, რეზიუმე გამოვგზავნე „კრონ პალასში“ მიმღები დეპარტამენტის თანამშრომლის პოზიციაზე და ასე დაიწყო ჩემი კარიერა. ამჟამად ვარ გენერალური მენეჯერის ასისტენტი. „ქ-ნი მაიას დამსახურებით, წამყვან სასტუმროებში არსებულ ყველა სტანდარტს ვიცნობ. ასე რომ, ჩემი სამსახური პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებაში მეხმარება.“

ნინომ განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. დაამთავრა ტურიზმის ფაკულტეტი, თუმცა პრაქტიკული გამოცდილება და უნარ-ჩვევები სასტუმრო „კრონ პალასში“ მუშაობისას შეიძინა.

- როგორ შეაფასებდით თქვენს ამჟამინდელ საქმიანობას, რა გამოწვევები და სირთულეები ახლავს მას?

- ძირითადი გამოწვევა ამჟამად ბაზარზე არსებული მდგომარეობაა, რომელიც, ალბათ, ყველა სასტუმრომ უნდა გადალახოს. გადავდივართ ახალ ეტაპზე და მუდმივად სიახლის ძიებაში ვართ.არ მიყვარს ერთ ადგილას გაჩერება.პირადად ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევაც, ალბათ, სწორედ ესაა - მუდმივად და აქტიურად სიახლეების ძიება.
2018 წელი „კრონ პალასისთვის“ გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა.

10 ნოემბერს, ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე, სასტუმრო “კრონ პალას თბილისს“ გადაეცა ჯილდო „ყველაზე მდიდრული სასტუმრო მსოფლიოს მასშტაბით“ World Hotel Awards დაჯილდოების ცერემონიალზე. აღნიშნული პრესტიჟული ჯილდო სასტუმროს თავისი გამორჩეულად დახვეწილი ინტერიერის, დიზაინის და უმაღლესი ხარისხის მომსახურებისათვის გადაეცა.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა სასტუმროს მფლობელმა და გენერალურმა მენეჯერმა მაია მახათაძემ, ნომინაციაში „წლის გენერალური მენეჯერი აღმოსავლეთ ევროპაში.“

სასტუმროს გენერალური მენეჯერის მოადგილე ამ მნიშვნელოვან წარმატებაზე დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით საუბრობს.

„როდესაც ამხელა გამოცდილებას იღებ და საერთაშორისო აღიარებას აღწევ, თავისთავად სტანდარტსაც მაღლა სწევ, რათა ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილო. რა თქმა უნდა, ჯილდოს მიღებამდეც მოტივირებულები ვიყავით, რათა მაღალი ხარისხის მომსახურება გაგვეწია ჩვენი სტუმრებისათვის, თუმცა ახლა გაორმაგებული შემართებით განვაგრძობთ საქმიანობას“.

ნინო განსაკუთრებით აღნიშნავს ქ-ნი მაია მახათაძის დიდ წვლილს სასტუმროს მთელი კოლექტივის ერთ გუნდად შეკვრაში.

„ცხადია, ჩვენი წარმატება სასტუმროს თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა, თუმცა გენერალური მენეჯერის დამსახურებაა მთელი პერსონალის ერთიან, ძლიერ გუნდად ჩამოყალიბება და მუდმივად მოტივირება სულ უფრო მეტი წარმატების მისაღწევად“.

მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქმიანობას აუცილებლად იგივე სფეროში განაგრძობს. სხვა სფეროში საკუთარ თავს, უბრალოდ, ვეღარ ხედავს.
„მინდა,მაქსიმალურად ბევრი ვისწავლო და დავაგროვო გამოცდილება იმ გამოწვევების გადასალახად, რაც თან ახლავს ჩემს პროფესიას“.

რაც შეეხება საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში არსებულ საერთო მდგომარეობას, აღნიშნავს, რომ ამჟამად განვითარების კარგ ეტაპზე ვართ, თუმცა არსებობს გარკვეული ხელის შემშლელი ბერკეტები, რომელთაც ყოველ დღე ვაწყდებით.

„არსებობს მთელი რიგი ხელის შემშლელი გარემოებებისა, თუნდაც ის, რომ სასტუმროებს არ გააჩნიათ კატეგორიები ვარსკვლავების მინიჭებისათვის. თვითნებურად, ყველა “ინიჭებს“ ვარსკვლავს. სასურველი იქნებოდა, შექმნილიყო ერთიანი სისტემა, რომელიც სასტუმროებს შესაბამისი ვარსკვლავების რაოდენობას მიანიჭებდა. კიდევ ბევრი პრობლემაა ტურიზმის ინდუსტრიაში, მაგალითად, ტურისტების ნაკადი იზრდება, ხშირად მათთვის სათანადო საცხოვრებელი ადგილის პოვნა ჭირს და ა.შ.“.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სასტუმრო „კრონ პალასი“ მუდამ ახერხებს მომხმარებელთა სურვილებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას.ამაზე მეტყველებს სასტუმროს მაღალი და მზარდი რეიტინგი მოგზაურთათვის განკუთვნილ საერთაშორისო საიტებზე, როგორებიცაა მაგალითად booking.com, TripAdvisor და ა.შ.
კრონ პალასი“ ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

- როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს მომხმარებელთა შორის სასტუმროს მზარდ პოპულარობას?

“პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი სერვისი. სასტუმროს პერსონალი მუდამ მომღიმარი და თავაზიანია. ისინი მზად არიან, მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან სტუმრებს. მაქსიმალურად ორიენტირებულები ვართ სტუმარზე და მის მოთხოვნებზე. არ ვართ გულგრილები მათი საჭიროებების მიმართ, რაც ჩვენი სასტუმროს დიდი პლიუსია”.

- რა სიახლეებით ხვდება „კრონ პალასი“ ახალ 2019 წელს?

ახალი წლისთვის სასტუმრო უკვე სავსეა და სასიამოვნო, დახვეწილი საახალწლო დეკორაციებით მორთული ელის სტუმრებს.

სასტუმროში ახლახანს დაემატა ორი საკონფერენციო დარბაზი. ეს იყო პერსონალის რენოვაციული იდეა. ორივე დარბაზი საკმაოდ თანამედროვეა და პასუხობს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. ველოდებით, რომ 2019 წელს გაიზრდება მოთხოვნაც და გაყიდვებიც საკონფერენციო MICE ტურიზმზე”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები