მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Krtsanisi Margaliti By Apart – „აპარტ ჯგუფის“ კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი ისტორიულ უბანში (R)

Krtsanisi Margaliti By Apart
BM. GE
06.10.23 17:33
332

Krtsanisi Margaliti by Apart  – „აპარტ ჯგუფის“  ახალი მრავალფუქნციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც გაშენებულია 12 000 კვ.მ-ს, მიწის ფართობზე, ხოლო თვითონ სამშენებლო ფართი 35 000 კვ.მ-ს მოიცავს.  პროექტი მდებარეობს კრწანისის რაიონში, მყურო დასახლებულ უბანში, რომელიც სრულიად მოწყვეტილია მანქანების გადაადგილებით გამოწვეული ხმაურიანი ზონებიდან. გამოირჩევა ეკოლოგიურად ჯანსაღი მახასიათებლებით, კომპლექსს ესაზღვრება მდინარე ,,დუნისხევის’’ კალაპოტი და  რეკრეაციული ზონა, რაც საპროექტო არეალის გეოგრაფიულ თავისებურებებს უფრო განსხვავებულს და საინტერესოს ხდის.

კომპლექსი მდებარეობს დაცულ ტერიტორიაზე, რომელსაც მოემსახურება 24/7 დაცვის სამსახური და კონსიერჟი.

პროექტი  სრულად მიმართულია მყუდრო განაშენიანების შექმნაზე. კომპანია ახალი საცხოვრებელი პროექტით აგრძელებს მაღალი სტანდარტების დანერგვას, რომლებიც აუმჯობესებენ მცხოვრებლების ცხოვრების ხარისხს.

ამ მახასიათებლებს ინარჩუნებს პროექტის შიდა ტერიტორიის გეგმარებაც, რომელიც მრავალფუქნციურია - სხვადასხვა გასართობი თუ მოსასვენებელი სივრცეები, ღია საცურაო აუზი, საბავშვო მოედანი და სარეკრეაციო ზონები. კომპლექსს მოემსახურება 24/7 დაცვის სამსახური და კონსიერჟი.

კომპლექსი 3 საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება და ერთიანი საპროექტო არეალი წარმოადგენს 11 674 კვ.მ-ს, საიდანაც გამწვანებელი, რეკრეაციული ზონა შეადგენს 3502კვ.მ-ს.გამწვანების ასეთი დიდი მაჩვენებელი მოსასვენებელი და ბავშვთა სათამაშო სივრცეების მოსაწყობად იდეალური გარემოა.

საპროექტო კომპლექსი უზრუნველყოფილია კეთილმოწყობილი მიწისქვეშა ავტოფარეხით, დაახლოებით 100 მანქანაზე, რაც მიწისპირა არეალს სრულიად გამოანთავისუფლებს საპარკინგე სივრცისგან და შეზღუდავს ეზოში მანქანების გამჭოლ ნაკადებს.

პროექტი შედგება 300 საცხოვრებელი სახლისა და კომერციული ფართებისგან.

კომპლექსი გამოირჩევა საუკეთესო მონაცემებით, როგორც სივრცით მოცულობითი, ასევე კომფორტული გეგმარებების კუთხით. 

„კრწანისის პროექტი კონკურენტული იქნება როგორც ფასით, ისე შეთავაზებული სერვისით. ამ პროექტშიც დაცული იქნება ჩვენი სტილი და შევქმნით მცირე ზომის შენობებს მშვიდ გარემოში, ბუნებასთან ჰარმონიზაციაში, რომელიც გაალამაზებს თბილისის კიდევ ერთ ისტორიულ უბანს“, - ლაშა საბაძე „აპარტ დეველოპმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი

ახალი კომპლექსის კონცეფციაზე და დაპროექტებაზე მაღალკვალიფიციურმა საპროექტო ჯგუფმა იმუშავა ,,ჰაუსარტი’’

,,პროექტი გამოირჩევა განსხვავებული ლანდშაფტის დიზაინით და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით. ჩვენი ინოვაციური პროექტი ნერგავს ახალ სტანდარტებს, რომლებიც აუმჯობესებენ მცხოვრებლების ცხოვრების ხარისხს.

საპროექტო გადაწყვეტა დამუშავებულია დაბალი და დინამიკური ფორმების მქონე შენობებით დიდი აივნებითა და ტერასებით. ფასადზე ძირითადად გამოყენებულია თეთრი მოსაპირკეთებელი პანელები საფასადე ვიტრაჟი და მინის მოაჯირები, კომპლექსის მნიშვნელოვანი ელემენტია ღია და დახურული აუზი დამატებით შუა ეზო და ბავშვთა გასართობი ზონებით. საერთო ჯამში  აღნიშნული არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის არსებულ გარემოს და ბუნებას“, - ჰაუსარტის მთავარი არქიტექტორი, ბექა კიკალაშვილი

პროექტისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, წინასწარი გაყიდვები უკვე 10 ოქტომბრიდან დაიწყება.

პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით „აპარტ დეველოპმენტის“ ცხელ ხაზსს: 032 211 11 44  ან ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: www.apart.ge

KRTSANISI MARGALITI BY APART - ყველაფერი თქვენი კომფორტული ცხოვრებისათვის!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები