მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კრუიზზე ტურისტული პაკეტის ღირებულება 1500-დან 2500 ლარამდე მერყეობს” - “ჩექ ინ თრეველი”

6471b3214d529
ლიკა გურაბანიძე
27.05.23 18:34
3102
“ხმელთაშუა ზღვაში კრუიზზე მოთხოვნა 100%-ით გაზრდილია", - ამის შესახებ BMG-ის “ჩექ ინ თრეველის” გენერალურმა დირექტორმა ია გედევანიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კრუიზზე საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიასა და ესპანეთში მოთხოვნის ზრდა ბოლო პერიოდში, პანდემიის შემდგომ არსებულმა დიდმა ინტერესმა გამოიწვია.

“კრუიზზე ტურისტული პაკეტის საშუალო ღირებულება 1500 ლარიდან 2500 ლარამდე მერყეობს. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, მოთხოვნადი ქვეყნების სიაში ესპანეთი და იტალია ხვდება", - განმარტა გედევანიშვილმა.

რაც შეეხება საჰაერო ფრენებს, კომპანიაში გასული წლის გაზაფხულთან შედარებით, წელს ტურპაკეტზე ფასები 20-30%-ითაა გაზრდილი. საჰაერო ფრენების ნაწილში ქართველების მხრიდან მოთხოვნად ქვეყნებს შორისაა თურქეთი, ეგვიპტე და საბერძნეთი.

“ფასების ზრდა გამოიწვია იმან, რომ ადგილობრივ სასტუმროებზე ღირებულება გაიზარდა. მაგალითად, თურქეთის მიმართულებით ფასების ზრდის მიზეზი გახდა ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსები ევროპაში ვეღარ მიდიან და ძირითადად მეზობელ ქვეყნებში გადადიან, მაღალი მოთხოვნა კი ადგილზე სხვადასხვა სერვისზე ფასს აძვირებს, რაც საბოლოოდ ბაზარზე აისახება. ასევე, ტურპაკეტების ფასების ზრდა განაპირობა იმან, რომ ავიაკომპანიებმა ფრენები გააძვირეს და აეროპორტების მოსაკრებელი გაზრდილია. დღეს ტურპაკეტის ფასი საშუალოდ 1200 ლარიდან იწყება.” - აღნიშნა გედევანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები