მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრწანისში, 400 კადეტზე გათვლილი სამხედრო ლიცეუმი აშენდება - გამოყოფილია ₾40 მლნ-მდე

63d246e6a8c60
BM.GE
26.01.23 13:40
659
თავდაცვის სამინისტრომ კრწანისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა დაიწყო. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, ლიცეუმის ტერიტორიაზე აშენდება ახალი ფუნქციური შენობები, ხოლო იქ არსებულ ობიექტებს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების მეთაურ გიორგი მათიაშვილთან ერთად, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელი მიენიჭება. მთავრობის მეთაურმა, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადო და მოისმინა დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.

"42 ჰექტარ ტერიტორიაზე დაგეგმილია 400 კადეტზე გათვლილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსების, სასადილოსა და ლაზარეთის შენობების, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზისა და ადმინისტრაციული კორპუსის სრული რეკონსტრუქცია. ასევე, აშენდება სიმულაციის ცენტრი, დახურული სპორტული დარბაზი, ინფრასტრუქტურის სამსახურის შენობა და საკონტროლო გამშვები პუნქტი. ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი ავტოსადგომი, საწვავგასამართი სადგური, ავტოსამრეცხაო და სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო უბანი. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობისთვის 40 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში წლებია წარმატებით ფუნქციონირებს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ახალი ლიცეუმი დასავლეთ საქართველოს ლიცეუმის ანალოგი იქნება და აღმოსავლეთ საქართველოს დაფარავს", - იტყობინება მთავრობის ადმინისტრაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები