მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

KTW-ის მიერ ველისციხეში წარმოებული ქართული კონიაკი ექსპორტზე ჩინეთში გავიდა

586104a6f251f
სალომე მეცხვარიშვილი
26.12.16 15:50
1875
KTW-ის მიერ ველისციხეში წარმოებული ქართული კონიაკი ექსპორტზე ჩინეთში გავიდა, - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პირველი კონტეინტერი გზაშია და ადგილზე რამდენიმე დღეში იქნება. პროდუქცია კომპანია ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიტანა.

ბიზნესმენის თქმით, მათი მიზანია, ქართულმა კონიაკმა ჩინურ ბაზარზე ფეხი მოიკიდოს, რისი პოტენციალიც პროდუქციას გააჩნია. ზურაბ ჩხაიძის თქმით, ამას ხელს შეუწყობს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 2017 წელს უნდა ამოქმედდეს. მისივე განცხადებით, საქონლის საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლება ქართულ პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის და მომხმარებლის მხრიდან მის მიმართ ინტერესიც გაიზრდება. ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ თავისუფალი ვაჭრობიდან გამომდინარე ქართული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე ნელ-ნელა ფეხს მოიკიდებს.

"ჩინეთში დაახლოებით 6 კონტრაქტორი გვყავს, ვმუშაობთ საკმაოდ აქტიურად ამ მიმართულებით. მომავალ წელსაც ვართ ორიენტირებული, რომ გავაფართოვოთ წარმოება",- აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

ქართული კონიაკი კახეთში, სოფელ ველისციხეში ისხმევა. ველისციხეში ყურძნის გადამამუშავებელი და საბრენდე სპირტის სახდელი ქარხანა მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა. ახალი წარმოებისთვის 7 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები