მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კუბა საწვავის მასშტაბურ კრიზისს ელოდება - მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეამცირა

5d7f66e089d53
მიხეილ ხაჩიძე
16.09.19 22:10
1482

ლათინო ამერიკის ქვეყანა კუბა მასშტაბურ კრიზისშია. დასავლური გამოცემების ცნობით, ქვეყანის კომუნისტურმა მთავრობამ საწვავის ნაკლებობის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეამცირა.


შესაბამისად, კუბას დედაქალაქ ჰავანაში უკვე მეორე დღეა მოქალაქეები ტრანსპორტით მგზავრობას ვეღარ ახერხებენ. შემცირებული რეისები მოქალაქეთა ნაკადს ვერ აუდის.


კუნძულოვანი ქვეყანა საწვავის რეზერვებს ზოგავს. კუბაში შიშობენ, რომ ამერიკული სანქციების შემდეგ, ნავთობის მასშტაბური კრიზისის წინაშე აღმოჩნდებიან. ხელისუფლების მიერ ტრანსპორტის შემცირების ფაქტებს მოსახლეობაში უკმაყოფილება მოჰყვა. ადგილობრივები მთავრობას პრობლემების მოგვარებისა და სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.


შტატებმა კუბას სხვადასხვა სახის სანქციები ცოტა ხნის წინ დაუწესა. ვაშინგტონი ჰავანასა და კარაკასის მჭიდრო, მოკავშირე ურთიერთობების წინააღმდეგია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები