კუბაზე ავიაკატასტროფას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. Boeing 737 თვითმფრინავი ჰავანის აეროპორტის მიმდებარედ ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 3 ქალი გადარჩა, რომელთა მდგომარეობა კრიტიკულია - იუწყება BBC.
მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავით, რომელიც 40 წლის წინ იყო გამოშვებული, 110 ადამიანი მგზავრობდა, მათ შორის ეკიპაჟის 6 წევრი.
კუბის ხელისუფლებამ მომხდარზე უკვე დაიწყო გამოიძიება. ბოინგი ფრენას ჰავანიდან ჰოლგუინში, ისლანდიაში ასრულებდა.

























