„ბაზარი - კუჭია ქალაქისა. ბაზარში მოაქვთ, აქ გროვდება ყოველი ხორაგი, რაც კი ადამიანის საკვებს, იმის საჭმელ-სასმელს, იმის ნამდვილ აუცილებელ საჭიროებას შეადგენს. თუ ბაზარი უხეიროა, თუ იქ უწესოება, უთავბოლობა სუფევს, მთელი ქალაქის მცხოვრებლები გრძნობენ ამას, ყველანი შეწუხებულნი და შევიწროებულნი არიან“. ასე ფიქრობდნენ ქალაქში, რომლის ბაზრებში, ისეთსავე ჭრელში, როგორიც იქ გამოტანილი პროდუქცია იყო, ვაჭრობას საკუთარი წესები და ენა ჰქონდა.
გიორგი ჭეიშვილის საავტორო გადაცემა;