"ოპეკი +"-ის გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიო ფასებზე, განაცხადა რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა ალექსეი კუდრინმა ფედერაციის საბჭოს კულუარებში.
"ჩემი აზრით, ფასის პოლიტიკაში დიდი ცვლილებები არ მხოდება, ვინაიდან "ოპეკი +"-ის გადაწყვეტილება იყო აწონ-დაწონილი - სწორედ ის დააბალანსებს. გაზრდა ძირითადად ხდება დაბალანსებული პოლიტიკისა და ადრინდელ ფასთა კრიტერიუმის ფარგლებში" - აღნიშნა მან.
როგორც ცნობილია, 23 ივნისს ვენის შეხვედრაზე "ოპეკი +"-ის მონაწილე ქვეყნების მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების დაახლოებით 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში გაზრდასთან დაკავშირებით წლის მეორე ნახევარში და არ გამორიცხეს, რომ სექტემბერში შეიძლება შეცვალონ მაჩვენებელი.
Oilnews

























