კომპანია KUK ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე პოპულარული პროვაიდერია, როგორც სპეციალური საკვები ინგრედიენტების, ასევე ფარმაცევტული ინგრედიენტების მიმართულებით. მისი საქმიანობის მთავარი პრინციპია დააკავშიროს ერთმანეთს საერთაშორისოდ აღიარებულ ინგრედიენტების მიმწოდებლები და საკვებისა და ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლები, რომლებიც იცავენ ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს.
მსოფლიოს მასშტაბით კი, KUK ის პარტნიორები ისეთი მსხვილი და მაღალი რეპუტაციის მქონე მწარმოებლები და ბრენდები არიან, როგორიცაა : Friesland Campina Ingredeints, Darling Ingredeints, MANE, Borregaard Vanillin, Seppic, Cosucra, BUNGE Loders Croklaan და სხვ.
KUK ქართულ ბაზარზე პირველად 2019 წელს გამოჩნდა. ის უკვე თანამშრომლობს რიგ ქართულ კომპანიებთან. მათ შორის არიან ცნობილი მწარმოებლები “ბარამბო”, “ტკბილი ქვეყანა”, “მადარტი” და სხვა.
“ჩვენი კომპანიის მრავალპროფილური საკონსულტაციო მომსახურება მორგებულია მწარმოებლების ყველაზე რთულ მოთხოვნებზეც კი. KUK- ის სერვისი მოიცავს მხარდაჭერის უწყვეტ ჯაჭვს პროდუქტის შექმნის მთელი პროცესის მიმდინარეობისას. ეს კომპანიის მომსახურების ხარისხს გამოარჩევს და ერთ-ერთი მთავარი სარგებელია მათთვის, ვინც ირჩევს ჩვენი კომპანიის მომსახურებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ KUK-ის კვების ტექნოლოგები მუშაობენ ევროპელ ექსპერტთა ჯგუფთან კოორდინაციით”, - ამბობს KUK-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი ნანა ბოჭორიშვილი.
ქართულ ბაზარზე საკვები და ფარმაცევტული პროდუქტები ძირითადად იმპორტირებულია სხვადასხვა ქვეყნიდან.
ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისთვის საჭიროა კონკურენტული ბაზარი. ამისთვის კი აუცილებელია ადგილობრივმა მეწარმეებმა ფეხი აუწყონ მსოფლიო ტენდენციებს, ისწავლონ კომპლექსური, რთული პროდუქტის წარმოება და ჰქონდეთ მეტი მიმღებლობა ახალი გამოწვევების მიმართ. კომპანიას KUK, მოკვლეული აქვს ბაზარი, იცნობს ტენდენციებს და ამ ინფორმაციას საკუთარ მომხმარებელს უზიარებს. პრაქტიკის მიხედვით, ევროპული ტრენდები მოგვიანებით აუცილებლად იჩენს თავს საქართველოს ბაზარზე. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველო ეტაპობრივად ნერგავს ევროპულ რეგულაციებს საკვებ დანამატებთან, თუ ეტიკეტირებასთან დაკავშირებით. ეს გარდაუვალია, რადგან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ქვეყანამ ეს ვალდებულება აიღო. ამიტომ, სამომავლო წარმატების პერსპექტივა უფრო მეტად ესახებათ იმ მწარმოებლებს, რომლებიც ახალი სტანდარტების დანერგვისთვის მზადყოფნითა და მიმღებლობით გამოირჩევიან.
კომპანია KUK მეწარმეებს მზა პროტოტიპებს სთავაზობს, რომლებიც დამზადებულია კომპანიის ცენტრალურ, XL ლაბორატორიაში ანუ უზიარებს მათ სრულ ტექნოლოგიას და მზა რეცეპტს. მეწარმე კი წყვეტს, თუ რა აიღოს ამ პროტოტიპიდან - უბრალოდ იდეა, რომელიმე ინგრედიენტი, თუ თუნდაც სრული რეცეპტი, რომელსაც საკუთარ ასორტიმენტში დანერგავს.
KUK-ის უპირატესობებია:
ინგრედიენტების მაღალ დონეზე ცოდნა (ექსპერტ სერვისი);
მარკეტინგული მხარდაჭერა (ბაზრის კვლევა, მომხმარებელთა აზრის გამოკითხვა);
მზა პროტოტიპები (ტექნოლოგია, ტრენდები).
ცნობისთვის: საერთაშორისო კომპანია KUK დაფუძნდა 1945 წელს. მისი სათავო ოფისი ავსტრიაში, ქალაქ რიდში მდებარეობს. ამჯერად კომპანიას აქვს 20 ფილიალი და ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიოს 26 ქვეყანაში. ის მოწინავე პოზიციაზეა ნუტრა და ფარმა ინგრედიენტების მსოფლიო ბაზარზე.

























