მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კულა“ ვაშლის გაფილტრული წვენის გამოშვებას იწყებს

ივანე გოგლიძე

„კულა“ ახალი წლიდან გაფილტრული ვაშლის წვენის გამოშვებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია BMGtv-ის ეთერში, გადაცემა „რედაქტ2“-ში სტუმრობისას კომპანიის დამფუძნებელმა, ივანე გოგლიძემ ისაუბრა.

„საქართველოში არასოდეს არ ყოფილა გაფილტრული ვაშლის წვენის წარმოება. ამას სჭირდება ულტრა გაფილტვრა, ასეთი წვენი ჰქონდა ერთადერთ კომპანია „ჰიპს“, რომელიც უკვე აღარ არის საქართველოში. არც მანამდე და არც მას შემდეგ, ეს პროდუქტი არ გამოუშვიათ.

საქართველოში გამოდის ჩვეულებრივი ვაშლის წვენი. წელს ჩვენ ვიყიდეთ ახალი დანადგარები, შვეიცარული ბრენდის, ახლა მონტაჟდება და გამოვუშვებთ საქართველოში გაფილტრულ ვაშლის წვენს. წლის ბოლოდან დავიწყებთ ჩამოსხმის პროცესს, ხოლო რეალიზაცია დაიწყება 2023 წლიდან“,- თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები