მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კულას" ბიო წვენები ახალციხეში ახალ საწარმოში დამზადდება

5b2b62b88003a
მაია ბიწაძე
21.06.18 12:31
2405
"კულა" წლის ბოლომდე ახალციხეში ახალ საწარმოს აამუშავებას, რომელიც ბიოწვენებს გამოუშვებს, - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ვანო გოგლიძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საწარმო ხილს გადასამუშავებლად სექტემბერში მიიღებს.

"ბიოწვენები ძალიან მოთხოვნადია ევროპაში. ახალციხე საქართველოში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილია, იქ ხეხილი უმეტესად არ იწამლება, ამიტომ გადავწყვიტეთ ბიო საწარმო იქ გაგვეკეთებინა. სექტემბერში, ოქტომბრის დასაწყისში პირველად მივიღებთ ხილს და დავიწყებთ გადამუშავებას" - განაცხადა ვანო გოგლიძემ.

საწარმო სეზონზე, სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, საშუალოდ 4 ათას ტონა ნედლეულს გადაამუშავებს. "ახალციხეში არის ტყეები, სადაც ბიოლოგიურად სუფთა ნედლეული მოდის, ხილს ჩვენ გლეხებისგან ჩავიბარებთ, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში ცხოვრობენ“ - განაცხადა ვანო გოგლიძემ.

მისივე თქმით, საწყის ეტაპზე 10 დასახელების წვენი დამზადდება. ეს იქნება: ვაშლის, ჟოლოს, მოცვის, ასკილის, შინდის, ალუბალის და სხვა ხილის წვენები, შემდეგ კი პროდუქციას საწებლებიც დაემატება. როგორც ვანო გოგლიძე განმარტავს, პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე გათვლით კეთდება, თუმცა ნაწილი საქართველოშიც გაიყიდება. ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში და ამერიკაში განხორციელდება, შეთანხმება ამის შესახებ უკვე მიღწეულია.

საწარმოში 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები