მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კულას" საწარმოში ყურძნის ქაშერულ წვენს ამზადებენ

5bc460ddddca8
მაია ბიწაძე
15.10.18 13:40
2975
,,კულას“ საწარმოში პირველად ყურძნის ქაშერულ წვენს ამზადებენ, რომელიც სრულად ისრაელში ექსპორტზე გაიგზავნება, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა ვანო გოგლიძემ განუცხადა. მისი თქმით, წვენი გორის საკონსერვო ქარხანაში მზადდება, რომელსაც ისრაელიდან ჩამოსული სპეციალისტები ,,ხახანის“ ზედამხედველობით თავად აწარმოებენ, ამისთვის საწარმო 5 დღით დაიკეტა.

,, საწარმოში 300 ტონა ყურძნის ქაშერული წვენი დამზადდება, რომელიც 100%-ით ისრაელში გაიგზავნება. ჩვენ სხვა დროსაც დაგვიმზადებია ქაშერული პროდუქცია, მაგრამ ყურძნის წვენის წარმოება პირველად ხდება. ძალიან ცოტა ქვეყანაა, სადაც ებრაელები ამ პროდუქციას აკეთებენ.

ჩვენ ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ, რადგან ქაშერული პროდუქტები ტრადიციული წესების მკაცრად დაცვით იწარმოება და ამ პროცესში მონაწილეობის უფლება სხვა ეროვნების ადამიანს არ აქვს“ - განაცხადა ვანო გოგლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები