მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი - ახალი სასერტიფიკატო პროგრამა

BM.GE
25.07.22 11:10
604
საინტერესო სიახლე უნდა გაგაცნოთ, რისი შესაძლებლობაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში გვეძლევა. 

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ კერძო სექტორთან პარტნიორობით ახალი სასერტიფიკატო პროგრამა - კულინარია და რესტორნის მენეჯმენტის შემუშავება დაიწყო. პროგრამის შემუშავების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს, McDonald’s Georgia-ს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნულ კომიტეტს და სტრადას ქსელს შორის. გარდა ამისა, პროექტში ჩართული იქნება 20-მდე კვების ობიექტი. 

პროექტის განხორციელება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. 

სტუმარი: ვატო ლეჟავა - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები