მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“კულტურა, როცა განათლების სამინისტროს შეუერთდა, კულტურაზე საუბარი დასრულდა”

60158714b62f5
ანა ჯოხაძე
30.01.21 22:05
539
მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგელებში ჯერ კიდევ 2018 წელს მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდა. შემცირებაში მოჰყვა კულტურისა და სპორტის სამინისტროც, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეურთდა.

როგორც კულტურის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ისინი “ყველაფრის სამინისტროდ წოდებული” უწყების დაქვემდებარებში აღმოჩნდნენ, სადაც კულტურა განათლების საპირწონე არ იყო, შესაბამისად, ისინი ყურადღების გარეშე დარჩნენ.

“ყოველთვის იმას ვითხოვდით, რომ ცალკე თეატრზე ვინმეს ელაპარაკა. ჩვენი პრობლემები მიეტანა “ზემოთ” შესაბამის პირებთან და განეხილათ. ეთქვათ რამე და შეხუხებულიყვნენ, ეფიქრათ ჩვენთზე. როცა კულტურის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა კულტურაზე საუბარი დასრულდა, რადგან პრიოროტეტი განათლება იყო. შესაბამისად ძალიან რთული გახდა რაიმე პერსპექტივაზე გვესაუბრა”-ამბობს თუმანიშვილის თეატრის დირექტორი ზურა გეწაძე.

“როცა შენ შეგაქვს პროექტი, აკეთებ განაცხადს, იცავ სუბორდინაციას. ეს კეთდება მინისტრიდან და მერე ნაწილდება. ანუ პირდაპირ დეპარტამენტში ან სამმართველოს უფროსთან ეს არ წყდება. ეს ყველა სამინისტროში ასეა. ეს კი არის ძალიან დიდი გზა, რომ ერთი ბოლოდან იქამდე მიხვიდე, სადამდეც შენ გჭირდება”-აცხადებს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი ხათუნა ხუნდაძე.

ცნობისთვის, 2020 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ "ოცნების"მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით, მზად იყო, 2 წლის წინ გაუქმებული კულტურისა და სპორტის სამინისტრო ისევ აღედგინა, რაც ასეც მოხდა. კულტურის, სპორტისა და მათ შორის ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფის დადგენილება საქართველოს მთავრობის მინისტრთა კაბინეტმა უკვე მიიღო. ამასთან, კულტურის სამინისტროს ნაწილი გახდება მამუკა ბახტაძის პრემიერ მინისტრობის დროს შექმნილი ახალგაზრდობის სააგენტოც, რომელიც აქამდე მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები