საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი დღეს პირველ სხდომას გამართავს.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატი ელისო ბოლქვაძე დაამტკიცეს. დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის წევრები დებულებას მიიღებენ და თავმჯდომარის მოადგილეებს აირჩევენ.
შეგახსენებთ, პარლამენტში კულტურის კომიტეტის შექმნის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო და კულტურის სფერო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.