პარლამენტში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატ ელისო ბოლქვაძის კანდიდატურაა წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე გააჟღერა. საკითხს დღესვე განიხილავენ პარლამენტის პლენარულ სესიაზე.
პარლამენტში კულტურის კომიტეტის შექმნის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო და კულტურის სფერო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა. კულტურის მინისტრის პოსტი ჯერჯერობით ვაკანტურია.