მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კულტურის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს - პოსტზე გრიგოლ ცერცვაძე დაინიშნა

გრიგოლ ცერცვაძე

საქართველოს კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძეს ახალი მოადგილე ჰყავს. აღნიშნულ პოსტზე გრიგოლ ცერცვაძე დაინიშნა.

შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს გრიგოლ ცერცვაძე საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ“, - წერია განკარგულებაში.

ცერცვაძის ბიოგრაფიაში კულტურის სამინისტროს გვერდზე წერია:

  • 2020 – 2026: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი — პროექტის დირექტორი;
  • 2015 – 2019: თბილისის განვითარების ფონდი — დირექტორის პირველი მოადგილე. ამ პერიოდში ხელმძღვანელობდა ისეთ ფართომასშტაბიან ურბანულ პროექტებს, როგორიცაა აღმაშენებლის გამზირის, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაცია;
  • კერძო სექტორი: წლების განმავლობაში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს სხვადასხვა მსხვილ კომპანიაში, მათ შორის: „თბილმრეწვმშენი 3“;„მიქსორი“;„რედიქსი“;სასტუმრო „მერიოტი“ აბასთუმანში.

განათლება:

  • 2005 – 2007: ESM-ის ბიზნესის სკოლა — ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA);
  • 2000 – 2004: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტი.

კულტურის მინისტრს ამ ეტაპზე კიდევ ორი მოადგილე მაკა გურგენიძე და გიორგი მირცხულავა ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები