მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კულტურის ყოფილი მინისტრი: სახელმწიფოსგან ღონისძიებების თანადაფინანსება უნდა მოხდეს

5ef86e4063f51
BM.GE
28.06.20 17:40
1358
"უნდა მოხდეს ამ სფეროს თანადაფინანსება", - ამის შესახებ "ისთერნ ფრომოუშენის" თანადამფუძნებელმა და კულტურის ყოფილმა მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ BMG-სთან საუბრისას განაცხადა.

როგროც გიორგაძე ამბობს, ღონისძიებების დამგეგმავებისთვის აუციელებელია ამ რთულ პერიოდში მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას, რათა ბიზნესს სტიმული გაუჩნდეს.

გიორგაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ უნდა მოხდეს სფეროს თანადაფინანსება და არა სუბსიდირება, როგორც გარკვეული მიმართულებებით ხდება.

"რამდენიმე მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები. ერთ-ერთი ეს არის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დასახვეწი არის, მათ შორის გადასახადების განსაზღვრის და დათვლის მიმართულებით... იმ მწირი რესურსის პირობებშიც კი, გარკვეული კალათა აუცილებლად უნდა გამოიძებნოს, სწორედ იმისთვის, რომ თანადაფინანსება მოხდეს ამ სფეროსი. თანადაფინანსება და არა უბრალოდ ფულის დარიგება, ეს ყველაზე ადვილი და პოპულისტური მოწოდება შეიძლება იყოს, თუმცა ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ კომუნისტურ წარსულს უნდა დავემშვიდობოთ და ჩემი აზრით, ეს სწორედ კომუნისტური წარსულის მიდგომაა, როდესაც უბრალოდ რიგდება თანხა და გაუგებარია ისევ და ისევ რა კრიტერიუმით, ან რა მოსაზრების მიხედვით", - აცხადებს კულტურის ყოფილი მინისტრი. 

მისივე თქმით, კომპანია "ისთერნ ფრომოუშენმა" მიმდინარე წლის განმავლობაში არ ჩატარებული ღინისძიებების გამო, 200 ათასი ლარით იზარალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები