მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კუმისი XXI" სოფლის კვერცხის წარმოებას იწყებს

5b349b1a58850
მაია ბიწაძე
28.06.18 12:21
1645
მეფრინველეობის ფაბრიკა "კუმისი XXI" ერთ თვეში ახალ პროდუქტს - სოფლის კვერცხს მიაწვდის ქართულ ბაზარს, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

"აგვისტოს შუარიცხვებში გამოვა ბაზარზე "კუმისის" ფერმიდან წარმოებული, განსაკუთრებულ კვებაზე და განსაკუთრებულ შენახვის პირობებში მოქცეული ფრინველის კვერცხი, რომელიც ფაქტიურად იქნება ისეთივე კვებითი ღირებულებების მატარებელი, როგორიცაა სოფლის კვერცხი, მაგრამ პროდუქტი იქნება ფერმის, ანუ ზედამხედველობის და სერტიფიცირებული მენეჯმენტის პირობებში შექმნილი" - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

მისი თქმით, სოფლის კვერცხის ფასი ანალოგიური იქნება სხვა კვერცხის ფასისა, რადგან თვითღირებულებაში არ არის დიდი განსხვავება.

"ვინაიდან არის სიახლე, გვინდა რომ მომხმარებელმა ალტერნატივა იპოვოს. შესაძლოა მხოლოდ ერთი თეთრით იყოს ძვირი, რადგან მას ცოტა სხვა ღირებულების საკვები სჭირდება, რომელსაც ცილოვანი დანამატი აქვს" - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

ფრინველის ჯიში, რომელიც სოფლის კვერცხს დადებს, გერმანელმა მეცნიერებმა გამოიყვანეს. კუმისის ფაბრიკაში ის რამდენიმე თვის წინ შეიყვანეს და დღე-დღზე დაიწყებს კვერცხის დადებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები