ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. ხელისუფლების ცნობით, ცხედრები მაშველებმა ცეცხლი ჩაქრობისას აღმოაჩინეს.
უცნობია დაზარალებულთა რაოდენობა. ბოლო მონაცემებით, კუნძულ მაუიდან 11 000 ადამიანია ევაკუირებული. როგორც ჰავაის ტრანსპორტის დეპარტამენტში განაცხადეს, დამატებით 2 000 ადამიანი კუნძულს პარასკევს დატოვებს.
კუნძულის ზოგიერთ რაინში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება, არ მუშაობს მობილური ქსელები.
ინფორმაციისთვის: კუნძულზე ხანძრის სამ მასშტაბურ კერას ებრძვიან. ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზად ქარიშხალი „დორა“ და დაბალი ტენიანობა დასახელდა.