მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კურაციო: ბოლო 6 თვეში კლინიკებში ჯიბიდან გადახდები გაიზარდა

5ceea02ad281a
ელენე გოგბერაშვილი
29.05.19 21:50
799
საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" ანგარიშის მიხედვით, ბოლო 6 თვეში რესპონდენტთა ნახევარზე მეტი – 54,8% აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ჯიბიდან გადახდები გაიზარდა.

ფონდი აღნიშნავს, რომ ბარომეტრის IX ტალღასთან შედარებით, XI-XII ტალღაში იმ რესპონდენტთა რაოდენობის ზრდა, რომლებიც ჯიბიდან გადახდების მატებას აღნიშნავენ, შესაძლოა უკავშირდებოდეს 2017 წლის მაისში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინის ცვლილებას.

"საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 14% განიცდის კატასტროფულ დანახარჯს (ხარჯი, რომელიც შინამეურნეობის არასამომხმარებლო ხარჯის 40%-ს და მეტს შეადგენს) ჯანდაცვაზე.

ოჯახებში, რომლებსაც ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ, ჯიბიდან გადახდილი თანხა შემდეგ მომსახურებაზე ნაწილდება:
1. მედიკამენტები (60%)
2. ჰოსპიტალური მომსახურება (25%)
3. პირველადი ჯანდაცვა (10%)", – წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები