მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კურაციო: ჯანდაცვაში სახელმწიფო ხარჯის ზრდის მიუხედავად, ჯიბიდან გადახდები კვლავ მაღალია

5cee9e4a9926a
ელენე გოგბერაშვილი
29.05.19 18:57
867
საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" შეფასებით, ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯის ზრდის მიუხედავად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე დანახარჯებში მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხები კვლავ ჭარბობს (48.4%), რომელიც მათ მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება.

ამის შესახებ საუბარია "კურაციოს" პირველადი ჯანდაცვის შესახებ ბარომეტრის 12-ე ტალღის შედეგებში.

ბარომეტრის მიხედვით, 2012 წლიდან 2018 წლამდე ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯი დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა.

მთავრობის მიერ 2014 წელს გაცხადებული პრიორიტეტის მიუხედავად, ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯების უმეტესი წილი კვლავ ჰოსპიტალურ მომსახურებაზე იხარჯება.

2012-2018 წლის ჯანდაცვაზე დანახარჯების ანალიზის მიხედვით, ამბულატორიულ მომსახურებაზე სახელმწიფო დანახარჯი გაორმაგდა, თუმცა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯებში ამბულატორიულ მომსახურებაზე დანახარჯის წილი 2016 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ იცვლება და მთელი ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს, ხოლო ჰოსპიტალურ მომსახურებაზე დანახარჯები მზარდია და 2015 წლიდან მთელი ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯის დაახლოებით 2/3-ს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდგომ ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების დანახარჯებში სახელმწიფო სექტორის წილი იზრდება, თუმცა ზრდის ტენდენცია არათანაბარია ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურების შემთხვევაში.

2013 წლიდან 2017 წლამდე ამბულტორიულ და სტაციონარულ მომსახურებაზე მთლიან დანახარჯებში სახელმწიფო სექტორის წილი გაიზარდა 3.5-ჯერ და 2017 წლისთვის ამბულატორიულ მომსახურებაზე, პრევენციასა და საზ.ჯანდაცვაზე ერთად მთლიან დანახარჯებში სახელმწიფო სექტორის წილმა შეადგინა 43.3%, სტაციონარულ მომსახურებაზე მთლიან დანახარჯებში კი 71%.

ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯის ზრდის მიუხედავად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე დანახარჯებში მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხები კვლავ ჭარბობს (48.4%), რომელიც ფონდის შეფასებით, მათ მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები