მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კურიერების 28% აღიარებს, რომ შეკვეთილი საჭმელი ერთხელ მაინც გაუსინჯავთ

5d430eb55f823
შოთა ტყეშელაშვილი
01.08.19 21:00
15595
აშშ-ში ჩატარებულ გამოკითხვაში კურიერების 28%-მა აღიარა, რომ შეკვეთილი საჭმელი ერთხელ მაინც გასინჯეს. 

კვლევა ამერიკულმა ორგანიზაცია US Foods-მა ჩაატარა და მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც საკვების კურიერებმა, ასევე მოქალაქეებმაც, რომლებიც რეგულარულად იყენებენ საკვების გამოძახების სერვისს. 

გამოკითხული 497 კურიერიდან, 28% აღიარებს, რომ მათ სამუშაოს შესრულებისას "ერთხელ მაინც გაუსინჯავთ" შეკვეთილი საჭმელი. 

კვლევის მიხედვით, ამ სერვისის მომხმარებლები საკვების "ქურდობას" მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებენ. მათი 17% რესტორნებს მოუწოდებს, რომ უფრო მეტი იზრუნონ იმ ლოგისტიკურ ჯაჭვზე, რაც მათ საბოლოო მომხმარებელთან აკავშირებთ. 

ერთ-ერთი შესაძლო გზა, რითიც რესტორნებს საკვების ქურდობის თავიდან არიდება შეუძლიათ, საკვების გამოძახებისთვის ახალი შეფუთვების შექმნაა, რომლის გახსნაც დაზიანების გარეშე შეუძლებელი იქნება. ამით საბოლოო მომხმარებელს ეცოდინება, რომ ადამიანი, ვისაც საკვების მიტანაში ფულს უხდის, გზად მისი ჩიფსებით არ იკვებებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები