მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურიერების ნაწილის პროტესტი - როგორია Wolt-ის პოზიცია?

BM.GE
30.03.23 14:49
270
Wolt-ის კურიერებმა, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აპლიკაციის გათიშვისა და პროტესტის უწყვეტობის გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ ისინი ერთობლივად, კურიერთა კონფერენციაზე შეთანხმდნენ. მათი მოთხოვნებია: ანაზღაურების ზრდა; ჯანმრთელობის დაზღვევა; შეკვეთების რეალური მანძილების დაფიქსირება; კოლექტიური შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელობასთან. კერძოდ, რაც შეეხება ანაზღაურებას, მათი მოთხოვნაა – საბაზისო ტარიფის 3.50 ლარამდე გაზრდა და კილომეტრის ანაზღაურება 70 თეთრამდე. ახლანდელი საბაზისო ტარიფი შეადგენს 2.50 ლარს, ხოლო კილომეტრის ანაზღაურება 50 თეთრს. რას გეგმავს კომპანია?

სტუმარი: ნატალია ხიზანიშვილი - Wolt-ის რეგიონული მენეჯერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები