მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურიერებთან შეხვედრა “ვოლტ საქართველოს” გენერალურმა მენეჯერმა შეაჯამა

642ecee473241
BM.GE
06.04.23 17:50
750
საპროტესტო აქციების მონაწილე კურიერების “ვოლტის” მენეჯმენტთან შეხვედრის შემდეგ, “ვოლტ საქართველოს” გენერალური მენეჯერმა სერგი მარღანიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა. სერგი მარღანია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი და მისასალმებელია დიალოგი, რომელიც შედგა კურიერებთან.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით კონსტრუქციული დიალოგისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ძირითად საკითხებზე არსებობს გადაკვეთის წერტილები და რესურსი იმისათვის, რომ ერთად ვიმუშავოთ და შეთანხმებას მივაღწიოთ. დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა ახალი საკითხები, რომლებსაც გავაცნობთ როგორც ადგილობრივ მენეჯმენტს, ასევე - ფინეთის სათავო ოფისსაც და მათთან კონსულტაციის შემდეგ დავუბრუნდებით კურიერებს პასუხით“, - განმარტავს სერგი მარღანია.

მისივე თქმით, ერთადერთი წითელი ხაზი დაბლოკილ კურიერებს უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ ვოლტის სამი პარტნიორი კურიერი დაიბლოკა და კომპანიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია.

„ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას და ძალადობრივ შემთხვევებზე გვექნება უფრო მკაცრი რეაგირება, ვიდრე აქამდე გვქონია“, - განაცხადა ვოლტ საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა.
რაც შეეხება ტარიფის ზრდას, სერგი მარღანიას მედიასთან დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ არსებობს ტექნიკური საკითხები, რომლებზეც მუშაობა გაგრძელდება.

„კურიერებმა უკვე იციან, რომ იგეგმება ახალი სისტემის ჩაშვება და ვფიქრობ, ერთობლივად ამ საკითხზეც გავაგრძელებთ მუშაობას,“ - ამბობს სერგი მარღანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები