დეკემბერში საქართველოს ზამთრის კურორტებზე ვიზიტორების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა, თვის ბოლომდე კი აღნიშნული ციფრი 30% იქნება, - ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წლევანდელ სეზონზე სამთო-სათხილამურო კურორტებზე ტურისტების რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან.
რაც შეეხება ცალკეულ კურორტებს, სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, გაზაფხულიდან გოდერძიზე მიმავალი გზის რეაბილიტაცია დაიწყება.
"გოდერძის გზა არ გაკეთებულა დაახლოებით 40-50 წელია. აქ მტავარი არაა თუ რომელ რეგიონს აქვს კომუნიკაციის პრობლემა, მთავარია რომ გზა იმდენად ძველია, რომ რაც არ უნდა გაიწმინდოს, მას ნამქერი მაინც ჩაკეტავს. ეკონომიკის მინისტრი ჩართულია ამ საკითხში და ახალი გზის რეაბილიტაცია სავარაუდოდ გაზაფხულზე დაიწყება. დაგეგმილია რამოდენიმე პატარა გვირაბის გაკეთება, რომელიც ნამქერებს გადაფარავს და გზა 24 საათის განმავლობაში ღია იქნება", - განაცხადა ონოფრიშვილმა.

























