"გოდერძი რიზორტსის" დირექტორის ზურაბ ჭურკვეიძის ინფორმაციით, კურორტს ძირითადად უცხოელები სტუმრობენ. ამის შესახებ ახალდანიშნულმა დირექტორმა "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ზამთრის კურორტი შაბათ-კვირას ინტენსიურად იტვირთება, სხვა დღეებში კი დატვირთვა საშუალო ინტენსივობით ხდება.
"მე რაც მაქვს ინფორმაცია, ძირითადად უცხოელები სტუმრობენ კურორტს, ესენი არიან უკრაინელები, პოლონელები, გერმანელები და ა.შ.“,- აცხადებს ზურაბ ჭურკვეიძე.
მისი თქმით, მათი მიზანია, "გოდერძი" 4-სეზონიან კურორტად იქცეს და დამსვენებლებს ზაფხულშიც უმასპინძლოს.
აჭარაში მდებარე კურორტი გოდერძი 2015 წლის ბოლოს გაიხსნა.

























