მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კურორტ გოდერძიზე 100 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება

5778bf60550da
BM.GE
03.07.16 11:29
1571
სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზე’’ დასასვენებელ კომპლექს „ალიანს რეზორტის“ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

კურორტზე ამ ეტაპზე 1 სასტუმრო ,7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი და ადმინისტრაციული შენობაა განთავსებული.

100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე აშენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს. პროეტში 100 ადგილობრივი დასაქმდება.

საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების კომპლექსში საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა ობიექტები განთავსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები