მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კურორტ "გოდერძიზე" ახალი სასტუმროს მშენებლობა იწყება

5975a63f9df8a
BM.GE
24.07.17 11:47
1928
კურორტ „გოდერძზე“ ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.  4-სართულიან შენობაში 30-ნომრიანი სასტუმრო და რესტორანი განთავსდება, სადაც საკონფერენციო დარბაზი, მცირე აუზი, საუნა, საბილიარდე და თხილამურების შესანახი სივრცე მოეწყობა. აღნიშნულ პროექტში განხორციელდება 2 000 000 ლარის ინვესტიცია. ერთი სართული სრულად დაეთომობა რესტორანს.

ამჟამად მშენებლობაზე დასაქმებულია 15 ადამიანი. უახლოეს პერიოდში იგეგემება კიდევ 10 ადამიანის დამატება. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ობიექტს 15 ადამიანი მოემსახურება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები