მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კურორტ გოდერძიზე მიმდინარე სეზონს სრულად დადებითად ვაფასებთ" -  „გოდერძი ვილები“ და „გოდერძი სქი ლაუნჯი“

goderZi

კურორტ გოდერძიზე მდებარე „გოდერძი ვილების“ და „გოდერძი სქი ლაუნჯის“ ადმინისტრაცია (შპს „ხიდი 2006-ს“ წარმომადგენლები) აღნიშნავენ, რომ სეზონი წარმატებულად მიმდინარეობს. Მათი განცხადებით, კურორტის ვიზიტორების მეტი წილი ადგილობრივ ტურისტებზე მოდის, თუმცა, მასპინძლობენ საერთაშორისო სტუმრებსაც.

შპს „ხიდი 2006-ის“ წარმომადგენლებმა bm.ge-სთან კურორტის პოტენციალზე, 2023-2024 წლის სეზონურ გეგმებსა და სამომავლო განვითარების ხედვაზე ისაუბრეს:

„გოდერძი ვილები“ და „გოდერძი სქი ლაუნჯი“ ჩვენი ჯგუფის მიერ კურორტ გოდერძიზე განხორციელებული ერთ-ერთი პირველი ინვესტიციაა. ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმის ფარგლებში, ავაშენეთ ალპური მოსასვენებელი („ლაუნჯი“), დავამონტაჟეთ გარე სივრცის ხმის და განათების სისტემები, რაც საშუალებას გვაძლევს, ღონისძიებები როგორც დახურულ, ასევე — ღია სივრცეში გავმართოთ; კურორტის ბაზაზე, დავაარსეთ, ასევე, ზრდასრულთა და ბავშვთა სათხილამურო აკადემია. მოცემულმა მოქმედებებმა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კურორტის გამოცოცხლებას, ჩვენ მიერ დასახული განვითარების შემდეგი ამოცანა კი სეზონის გახანგრძლივებაა, რაშიც, სახელმწიფოც აქტიურად გვიჭერს მხარს, მაგალითად, 2024 წლის თებერვალში, ღონისძიება „გიზ-გიზი“ დაიგეგმა. მიგვაჩნია, რომ ის კურორტზე ვიზიტორების მოზიდვის და შესაბამისად, სეზონის გახანგრძლივების ერთ-ერთი ხელსაყრელი საშუალება გახდება.

რაც შეეხება „გოდერძი ვილების“ დატვირთვას, პიკური პერიოდი 2023 წლის 31 დეკემბრიდან 2024 წლის 14 იანვრის ჩათვლით დაფიქსირდა. 2024 წლის 21 იანვრიდან კი, ვიზიტორების მატება წაახალისა ჩვენს ბაზაზე ბავშვთა სათხილამურო აკადემიის ამოქმედებამ. შემდეგი ამოცანა, ადგილობრივებთან ერთად, მეტი საერთაშორისო დამსვენებლის მოზიდვაა. ამ მხრივ, მუდმივად ვახორციელებთ საერთაშორისო სტუმრების გამოკითხვას და ვაგროვებთ მონაცემებს, იმისათვის, რომ დავადგინოთ, რა ფაქტორები ახდენს გავლენას გადამხდელუნარიანი ტურისტების დაინტერესებაზე; მაგალითად, წელს, შვეიცარიიდან გვესტუმრნენ და აღნიშნეს, რომ იმ მომენტში, როდესაც სრიალი მოისურვეს, ევროპის მასშტაბით, გოდერძი აღმოჩნდა ერთადერთი კურორტი, სადაც თოვლი იყო“.

„გოდერძი ვილების“ და „გოდერძი სქი ლაუნჯის“ წარმომადგენლები, კურორტის ცნობადობის ამაღლებისთვის, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზეც გვესაუბრნენ:

„ჩვენთან ერთად, სასტუმრო „ამბასადორიც“ მოტივირებულია, მეტ ადამიანს გააცნოს გოდერძის უნიკალური პოტენციალი. რაც შეეხება კურორტამდე მისასვლელი გზის გაუმჯობესების საკითხს, ეს პროცესი ყოველწლიურად, ეტაპობრივად მიმდინარეობს: დღეს, მაღალი გამავლობის მანქანებით, სტუმრები უკვე უპრობლემოდ ამოდიან; ამ სეზონზე, გზის გადაკეტვის და სტუმრების გზაზე დარჩენის შემთხვევა აღარ გვქონია. ასევე, კურორტს სისტემატურად მიეწოდებოდა დენი, შესაბამისად, უწყვეტად მუშაობდა გონდოლები და ტექნიკური შეფერხებებიც აღარ დაფიქსირებულა", - ამბობენ ისინი.

„გოდერძი ვილების“ და „გოდერძი სქი ლაუნჯის“ წარმომადგენლებმა, ადგილობრივ სამთო-სათხილამურო კურორტებთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევაზე — ფასების პოლიტიკაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გოდერძი არა მხოლოდ მაღალშემოსავლიანი, არამედ - საშუალო და ეკონომ-კლასის ვიზიტორებისთვისაც ხელმისაწვდომია:

„გოდერძი არ არის კურორტი, სადაც მხოლოდ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები და ძვირად ღირებული რესტორნები დაგხვდებათ; ის, როგორც მაღალბიუჯეტიან, ასევე — ლუქს- და ეკონომ-კლასის განთავსებას გთავაზობთ.

ასევე, 2024 წლის გაზაფხულიდან, კურორტზე ახალი ტრასების მშენებლობა იწყება და ვიმედოვნებთ, გაძლიერებული ინფრასტრუქტურა მომავალი წლის სეზონის დატვირთვაზე დადებითად აისახება.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები