მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კურორტ "გოდერძზე" ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

584bf15d72804
BM.GE
10.12.16 16:10
1821
დღეს კურორტ "გოდერძზე" ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების გავითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი დაესწრნენ.

კურორტზე ამ ეტაპზე 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობაა განთავსებული. საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.

სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზე’’ ორი მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობას უკვე ჩაეყარა საფუძველი. 100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი განახორციელებს. პროექტში 100 ადგილობრივი დასაქმდა. კომპლექსში საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი მოეწყობა.

კურორტ „გოდერძზე“ კიდევ ერთი 150 ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია სქაი თაუერის“ მშენებლობა დაიწყო,რომლის ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი განახორციელებს. პროექტით 15 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ჯამში 100 ადგილობრივი დასაქმდება. სასტუმროში რესტორანი,საკონფერენციო დარბაზი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი და სხვა ობიექტები განთავსდება. ტერიტორიაზე 40 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

კურორტზე ორი სახის საბაგირო გონდოლაა. ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. საბაგიროს მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2366 მეტრია.
აჭარის მთავრობისა და საერთაშორისო კომპანიის ერთობლივი მუშაობის შედეგად კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმის ძირითად ნაწილზე მუშაობა უკვე დასრულებულია. კურორტის სამომავლო განვითარება სწორედ აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით განხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები