საქართველოში არსებული კურორტები უმეტესად ქაოტურად ვითარდება რაც ან გენგეგმის არარსებობას, ან არსებულის დარღვევებს უკავშირდება. არასწორი განაშენიანება კი თავის მხრივ ქვეყანაში განვითარებული, მდიდარი ტურისტების შემოსვლას აფერხებს. ასეთ პირობებში ნაკლებია ტურიზმის სფეროში უცხოური ინვესტიციების ჩადების სურვილიც. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ მხრივ როგორც სახელმწიფოს, ისე ბიზნესის დანაკარგები გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით დიდი და საგრძნობი იქნება.
სტუმარი: ვალერი ჩეხერია - Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი;