მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტების განვითარების სააგენტოს შერწყმის შემდეგ 2026-ში ტურიზმის ადმინისტრაციის ბიუჯეტი ₾65 მლნ-მდე იზრდება

მაია ომიაძე
01.12.25 10:16
1988

2026 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტი 16.4 მილიონი ლარით, 65.1 მილიონ ლარამდე იზრდება - ამას ითვალისწინებს ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში გაგზავნილი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტი.

დოკუმენტის თანახმად, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის ზრდა სხვა მიზეზებთან ერთად დაკავშირებულია კურორტების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციის შერწყმასთან, რაც 2025 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს. აღნიშნული სააგენტოს ბიუჯეტი წელს 6 მილიონ ლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, სააგენტო მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში 2022 წლის 8 ივლისს დააფუძნა და მის მიზანს კურორტების განვითარების პროექტების მომზადება და მათი განხორციელება წარმოადგენდა. მაშინ სამინისტრო აცხადებდა, რომ კურორტების განვითარების სააგენტო ბალნეოლოგიური კურორტების, ასევე მთის კურორტებისა და სხვა საკურორტო ადგილების განვითარება/ხელშეწყობის, ახალი, პოტენციური კურორტების კვლევა/შესწავლისა და შესაბამისი გენგეგმების მომზადების, ამ მიმართულებებით ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის უზრუნველყოფისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განსახორციელებლად შექმნეს.

კურორტების განვითარების სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები