კურორტი ახტალა ელექტრონულ აუქციონზე 3 755 000 ლარად იყიდება. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა ადგილზე არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ღია/დახურული ტიპის საცურაო აუზ(ებ)ს, რესტორან(ებ)ს, სარეაბილიტაციო/გამაჯანსაღებელ ცენტრს, ეზოს გამწვანებას, არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს) შექმნა, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება უნდა უზრუნველყოს.
აუქციონი ერთ თვეში დასრულდება.