კურორტი მიტარბი საბაგიროებით ბაკურიანში კოხტა გორას ნოემბრიდან დაუკავშირდება. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, დაგეგმილია სამი საბაგიროს გახსნა.
"ჩვენ გარკვეული კვლევები და სამუშაოები ჩავატარეთ, რის საფუძველზეც ამ ორ კურორტს ერთმანეთს დავაკავშირებთ. პირველი საბაგიროს გახსნა ოქტომბრის ბოლოს იგეგმება, დანარჩენის – ნოემბერში, ანუ ზამთრის საკურორტო სეზონზე სამივე საბაგირო იმუშავებს“, – აღნიშნა სანდრო ონოფრიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საბაგიროების კომპლექსის მშენებლობა დაახლოებით 6 მილიონი ევრო დაჯდა.
გარდა საბაგიროებისა, 15 ივლისს, ბაკურიანში, დიდველზე „სამთო ციგა“ ატრაქციონი გაიხსნება.

























