მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კურორტი ნუნისი” - დასასვენებელი ადგილი, სადაც გზა დღემდე არ მიუყვანიათ

61925e9577732
ლიკა გურაბანიძე
15.11.21 22:25
2534

“დღეს კურორტი ნუნისი ისე განვითარებული ვერ არის, როგორიც გვინდოდა, რომ 20 წლის თავზე ყოფილიყო", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” კურორტ ნუნისის, დირექტორმა და დამფუძნებელმა ირმა დაუშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურა დღემდე პრობლემად რჩება.

“2006 წელს მთავრობისგან იყო პირობა, რომ აქ გზის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, შემდეგ 2011, 2012 წელს მშენებლობა დაიწყო, თუმცა შეწყდა. როდესაც ჩვენ ეს ადგილი პირველად ვნახეთ მაშინ გვიკვირდა, მოსახლეობას მართვის მოწმობები რომ არ ჰქონდათ.

წლების წინ, ერთ-ერთი მობილური ოპერატორი შევიყვანეთ, ასევე მინი ჰესი გავაკეთეთ, რომ ელექტროენერგია ხელმისაწვდომი ყოფილიყო. საბაგირო აღვადგინეთ, რადგან კურორტ ნუნისში ავტომობილით ვერ შეხვალ. თუ ინფრასტრუქტურა არ იქნება, მასშტაბური სამშენებლო პროცესის შესრულება რთულია.” - აღნიშნა ირმა დაუშვილმა.

“კურორტი ნუნისი” სეზონზე მაისიდან-ოქტომბრამდე დაახლოებით 70 ადამიანს ასაქმებს. ნუნისი სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე (ზღვის დონიდან 750მ. სიმაღლეზე) მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები