მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურსი არის ევროპული და რაიმე სახის გადახრას არ და ვერ ვხედავ - დავით ნარმანია

ნარმანია

„კურსი არის ევროპული, კურსი არის დასავლური და ამ კურსიდან რაიმე სახის გადახრას არ და ვერ ვხედავ“, - ასე უპასუხა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც „რუსული კანონის“ მიღებით მმართველი ძალის პოლიტიკურ განაცხადს შეეხებოდა.

დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის მიერ ამოქმედებული „რუსული კანონი“ ენერგეტიკაში ინვესტიციებსა და ინვესტორების გადაწყვეტილებებზე ნეგატიურად არ აისახება.

„საქართველოს ენერგეტიკის სექტორი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საკმაოდ მდგრადია და რეფორმები, რომელიც ამ დარგში ხორციელდება, აბსოლუტურად დასავლეთისკენ არის მიმართული. ვგულისხმობ მარეგულირებელ ნორმებს, აქტებს, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შემდეგ იქნა მიღებული; გარდა ამისა, ბოლო სამი წლის განმავლობაში კომისიამ ძალიან აქტიურად იმუშავა და 30-მდე ახალი რეგულაცია და კანონი მიიღო, რაც ევროკავშირთან შეთანხმების ჩარჩოს მიხედვით მესამე ენერგეტიკული პაკეტიდან გამომდინარეობს უკვე დაწყებული გვაქვს მეოთხე ენერგეტიკული პაკეტით გაწერილი რეფორმების განხორციელება. ასე რომ, კურსი არის ევროპული, კურსი არის დასავლური და ამ კურსიდან რაიმე სახის გადახრას არ და ვერ ვხედავ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ {რუსული კანონის} მიზანი არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობაა, თუმცა თავადვე აღნიშნა, რომ მათი დიდი ნაწილი ისედაც გამჭვირვალეა. „დაველოდოთ მოვლენების {განვითარებას}; თუ ბავშვი არ დაბადებულა, ჯერ აბრამს ნუ დავარქმევთ...“ - თქვა სემეკის თავმჯდომარემ ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები