მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურსი, რომელიც შემოგვთავაზა ხელისუფლებამ, არის გზა ანტიევროპისკენ, ეს არის ანტიქართული გზა - ლაშა ტუღუში

ტუღუში

„როგორ ფიქრობთ, ვინმე გადადგამს ნაბიჯს და ხელგაშლილი შეხვდება ქვეყანას, რომელიც ასეთნაირად უყურებს სამოქალაქო საზოგადოებას? რა თქმა უნდა ეს წერტილს დაუსვამს ნებისმიერ წინსვლას“- ასე შეაფასა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ლაშა ტუღუშმა, „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ე. რუსული კანონპროექტი, უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყს ასვამს ყველა იმ არასამთავრობო, თუ მედია ორგანიზაციას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხო ქვეყნიდან იღებენ.

ლაშა ტუღუშის შეფასებით, კურსი, რომელსაც მმართველი პარტია გვთავაზობს არის ანტიდასავლური მიდგომა და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

„როცა ამბობ, რომ ეს ხალხი [სამოქალაქო სექტორ] არის ქვეყნის მტერი და ევროკავშირში 2030 წელს შევალთ, არ არის გულწრფელი საუბარი, რადგან თუ ამას გააკეთებ, 2030 წელს მიგიღებენ კი არა, საერთოდ ვინ დაგელაპარაკება?! ეს დამოკიდებულება, რომ ევროკავშირი გაგვიხსნის კარს და თან იმის თქმა, რომ ევროკავშირი არის გლობალური ომის პარტიისგან მართვადი, არის ბოდვა.

ეს კურსი, რომელიც შემოგვთავაზა ხელისუფლებამ, ეს არის გზა ანტიევროპისკენ, ანტიდასავლური მიდგომაა. ეს არის ანტიქართული გზა.

უნდა გავაპროტესტოთ, ყოველ დღე თუ არის საჭირო, ყოველ დღე უნდა ვიდგეთ, სულ უნდა ვიდგეთ და მოვა ალბათ ის არჩევნებიც და იქაც უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, სხვანაირად არ გამოდის. პირდაპირ გვჩეხავენ, უნდათ გადაგვისროლონ უფსკრულში. ამ ხალხს მართლა ნორმალური ცხოვრება უნდა. ყველაფერი ფსევდო და ყალბია. შეუძლებელია პატრიოტი იყო და ემუქრებოდე ქვეყნის მეორე ნახევარს.

[ეს კანონი ] ეხება ყველა მოქალაქეს, რადგან ისტორიას ცვლიან. თუ გინდათ ევროპა, ცივილიზაცია და ნორმალური არსებობა, ამის საპირისპიროა რაც გვესმის“,-აცხადებს ლაშა ტუღუში.

მისი თქმით, თუ ე.წ რუსულ კანონს მიიღებენ, ბევრი ადამიანი აპირებს ქვეყნიდან წასვლას, რაც თავის მხრივ კიდევ ერთი რისკია, გაზრდილ მიგრაციული ნაკადის გამო ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დააყენოს დღის წესრიგში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები