მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კურსის რყევებიც სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენი ექსპორტის სტრუქტურა არ არის დივერსიფიცირებული საკმარისად"

5839946c8b92c
BM.GE
26.11.16 17:55
1408
„მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონული ურთიერთობები - სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანთან, თურქეთთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო, ლოგისტიკური, სატრანსპორტო კვანძების განვითარება, სამხრეთ კავკასიის გაზის სატრანზიტო დერეფნის განვითარება კომპანია BP-სთან ერთად და, რა თქმა უნდა, კეთილმეზობლური, აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სომხეთთან, რომელიც ძალიან პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა“, - განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ქვეყანა აგრძელებს აღმოსავლეთთან საინვესტიციო და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას.

„ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს ჩინეთის მიმართულებით. რამდენიმე წლის განმავლობაში მოხერხდა აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება და უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩინეთთან. წელს ჩვენ ვგეგმავდით სულ რაღაც 3 მილიონი ბოთლი ქართული ღვინის ექსპორტს ჩინეთში და ძალიან სასიხარულოა, რომ წლის ბოლოს, სავარაუდოდ, 4 – 4,5 მილიონი ბოთლის ექსპორტს განვახორციელებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დივერსიფიკაციის პროცესია იმ ტრადიციული ბაზრებიდან, რომელზეც ქართული ღვინო, როგორც წესი, იყიდებოდა. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის, საგადასახდელო ბალანსის სტაბილიზაციისთვის და სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებისთვის, რაც დღეს დიდი პრობლემაა. სავალუტო კურსის რყევებიც სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენი ექსპორტის სტრუქტურა არ არის დივერსიფიცირებული საკმარისად, რათა უზრუნველყოს ჩვენი ეროვნული ვალუტის სტაბილური სავალუტო კურსი. ამიტომ, ეს პროცესი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის აქედან გამომდინარეც, რომ რომ ჩვენ მოვახდინოთ ექსპორტის დივერსიფდიკაცია და ადგილზე შევქმნათ ფართო სპექტრი იმ პროდუქციის, რომლის ექსპორტიც უნდა მოხდეს. ამ მიმართულებით, პროგრამები, როგორებიცაა - „აწარმოე საქართველოში“, სასოფლო პროგრამები - „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“ და ა.შ სწორედ იმას ემსახურება, რომ საექსპორტო პროდუქციის სპექტრი გაფართოვდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები