მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კურსში დევალვაციის ძირითადი შოკი გადატანილია და სამომავლოდ დიდ მერყეობას არ ველოდებით"

581ad0afc7c6c
BM.GE
03.11.16 09:52
1864
საქართველოს ბანკი უახლოეს პერიოდში ლარის კურსის მერყეობას არ ელოდება. როგორც ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე აცხადებს, კურსში დევალვაციის შოკი უკვე გადატანილია.

“ჩვენი აზრით ძირითადი შოკი რაც 2015 წელს მოხდა რეგიონში და განვითარებულ ბაზრებზე ამოწურულია და გაცილებით უკეთ ვუყურებთ მომავალს ვიდრე აგსულ წელს. მომავალი წლისთვის ველოდებით 5%-იან ზრდას. ვფიქრობ, რომ კურსში დევალვაციის ძირითადი შოკი გადატანილია და სამომავლოდ დიდ მერყეობას არ ველოდებით. აქ შეიძლება მოკლევადიან ტრანზაქციებზე ვისაუბროთ რომელმაც რყევები გამოიწვია ბოლო 3 თვის განმავლობაში. სამომავლოდ ეს რყევები ნაკლები იქნება“, - განაცხადა კიკნაველიძემ.

რაც შეეხება ბაზარზე ბოლო დროს ბანკების გამსხვილების პროცესს, კიკნაველიძე აცხადებს რომ აღნიშნული ჯანსაღი პროცესია.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთებმა დაიწია და საბანკო სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტულია“, - განაცხადა კიკნაველიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები