მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურტ კობეინის გიტარა Julienʼs-ის აუქციონზე $6 მილიონად გაიყიდა

5ef086f9d7b46
ნათია თაქთაქიშვილი
22.06.20 15:57
820
ლეგენდარული როკ ჯგუფის Nirvana-ს სოლისტის კურტ კობეინის აკუსტიკური გიტარა ბევერლი ჰილსში, Julienʼs-ის აუქციონზე $6,01 მილიონად გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 1993 წელს მუსიკოსი ზუსტად ამ გიტარაზე უკრავდა, როცა ის კონცერტს MTV Unplugged-ის ფარგლებში მართავდა. აუქციონის სახლის მონაცემებით, ეს რეკორდული თანხაა.

მანამდე ყველაზე ძვირადღირებულად Pink Floyd-ის წევრის, დეივიდ გილმორის გიტარა ითვლებოდა, რომელზეც ის Dark Side of the Moon-ის შესრულებისას უკრავდა; 2019 წელს ინსტურმენტი აუქციონზე $3,95 მილიონად გაიყიდა. 

რაც შეეხება კურტ კობეინის გიტარის ახალ მფლობელს, ის ავსტრალიური სავაჭრო კომპანიის დამაარსებელი პიტერ ფრიდმანია, რომელმაც წარმატებას მიკროფონების გაყიდვით მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები