მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კუს ტბის, ლისის ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა

5950fcd72d925
BM.GE
26.06.17 16:16
2131
გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ლისის ტბის, კუს ტბისა და თბილისის ზღვის წყლის ხარისხის კვლევა ჩაატარეს. მაისში, თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე სინჯების აღება საბანაო ზონის თითო წერტილში განხორციელდა. ჩატარებული ანალიზების შედეგების მიხედვით, განსაზღვრული 23 ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური ინგრედიენტების კონცენტრაციებიდან ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობას მხოლოდ ლისის ტბაში აღემატებოდა, რაც სპეციალისტების თქმით, ამ ტბის ფონურ შემცველობად შეიძლება ჩაითვალოს.

მაისში ჩატარებული კვლევების მიხედვით, კუს ტბის, ლისის ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები