კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს 7-დან 9 დეკემბრამდე ვერ მოემსახურება.
"საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება", - აცხადებენ მერიაში.



























