მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კუს ტბის საბაგიროს რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება

575a766977c9a
BM.GE
10.06.16 12:10
2005
თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით კუს ტბის საბაგირო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, საბაგირო კუს ტბამდე მისვლას 5-6 წუთს მოანდომებს.
 
ასევე როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს საბაგირო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე იქნება ადაპტირებული და ის ველოსიპედის ჩამოსაკიდი მოწყობილობით იქნება აღჭურვილი.

საბაგირო დღეში 3 500 მგზავრის გადაყვანას შეძლებს.

კუს ტბის საბაგიროს რეაბილიტაციაზე ტენდერი გასული წლის ბოლოს გამოცხადდა და მასში შპს „ბაგირმშენმა“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით, რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აგვისტოს 15 რიცხვში უნდა დასრულდეს. ხელშეკრულების ოდენობა 1 100 000 ლარს შეადგენს.

კუს ტბის საბაგირომ ფუნქციონირება 2009 წელს შეწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები