მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kusa Food Balls პირველი მაღაზია დეკემბერში გაიხსნება - ახალი ბრენდის გეგმები

მორდეხაშვილი

უახლოეს მომავალში ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი Kusa Food Balls გამოჩნდება, რომელიც მომხმარებელს ინოვაციური მჭადის საბეჭდი მანქანით დამზადებულ მჭადის სეტებს შესთავაზებს. თემაზე "საქმიან დილაში" კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი მორდეხაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ბიზნესის იდეაა, ბაზარზე ქართული სწრაფი კვების კონცეფცია ჩამოყალიბდეს, რომელიც მომხმარებლამდე, ტრადიციული კერძები მიწოდებული იქნება მოსახერხებელი და გათანამედროვებული ფორმით.

კომპანიას დღიურად რამდენიმე ათასი ბურთულის წარმოების შესაძლებლობა აქვს, ერთი ბურთულის საფასური, საშუალოდ 1-დან -3 ლარამდე იქნება. გია მორდეხაშვილი ამბობს, რომ პირველი მაღაზია მიმდინარე წლის დეკემბერში გაიხსნება.

“ჩვენ უკვე დავასრულეთ წარმოების აწყობა და ინოვაციური ტექნოლოგიებით შევსება. შესაბამისად, ბაზარზე გასასვლელად მზად ვართ, დეკემბერში 2 პირველი წერტილი გამოჩნდება და ეს იქნება სავაჭრო ცენტრებში, მომდევნო თვეებში 2-3 წერტილის გახსნას ვგეგმავთ და შემდეგ გადავალთ ფრანჩიზის მოდელზე, რომელიც დედაქალაქში და მთელ საქართველოში გავრცელდება. ვფიქრობთ, 40-მდე ლოკაციის თბილისში გახსნას, აქედან დაახლოებით 10 საკუთარი წერტილი იქნება დანარჩენი კი ფრანჩაიზით გავრცელდება”, - ამბობს გია მორდეხაშვილი.

Kusa Food Balls ამჟამად რვა ადამიანს ასაქმებს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები